კომაროვის მე-9 მეორე კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ლია გოგოხიას ხელმძღვანელობით დაიწყეს განხორციელება სასწავლო მეთოდისა ,,მკითხველთა თეატრი’’!

კომაროვის მე-9 მეორე კლასის მოსწავლეებმა  კლასის დამრიგებლის ლია გოგოხიას  ხელმძღვანელობით დაიწყეს განხორციელება სასწავლო მეთოდისა ,,მკითხველთა თეატრი’’. ეს მეთოდი  ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს მეთოდი გახლავთ დრამატული ინტერპრეტაციის ისეთი ფორმა, როდესაც მოსწავლეები კითხულობენ ნაწარმოებს ხმამაღლა და  ხმის, ჟესტების, მიმიკების მეშვეობით გადმოსცემენ განწყობილებას, ტონს, ემოციას, მოქმედ პირთა ხასიათს. ამ მიზნით ისინი ეწვივნენ ახმეტელის თეატრს, დაესწრნენ სპექტაკლს ,,ჰელადოსი’’, მიიღეს კონსულტაციები მსახიობებისგან. სასწავლო პროექტის მიზანია:

* მისცეს მოსწავლეებს მკითხველის თეატრისთვის ტექსტების შერჩევის და/ან სხვადასხვა ჟანრის ტექსტების მისადაგების შესაძლებლობა;

* გაავარჯიშოს მოსწავლეები დიალოგებისა და მონოლოგების  ინტერპრეტაციასა და 

აუდიტორიისათვის გადაცემაში;

* მიანიჭოს ხმამაღლა კითხვით და მოსმენით მიღებული სიამოვნება;

* გაუძლიეროს ლიტერატურის მიმართ პატივისცემა და ინტერესი;

* განუვითაროს და დაუხვეწოს ლიტერატურული
ალღო და გემოვნება;

* განუვითაროს გააზრებული კითხვის უნარი;

* დაუხვეწოს ზეპირი მეტყველება.

 

 

 


ზემოთ